დვირი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), ბორჯომის ხეობაში, მდინარეების მტკვრისა და მის მარჯვ. შენაკად დვირულის შესართავთან. თემის ცენტრი (სოფლები: დ., ქვაბისხევი, ჩითახევი, ჭობისხევი). რკინიგზის სადგური. ზ. დ. 880 მ , ბორჯომიდან 15 კმ. 937 მცხ (2002). დ. ქართლის ერთ-ერთი უძველესი სოფელია. იხსენიება „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში" (1595). აქ თავს იყრიდა რამდენიმე ისტ. გზა. ამიტომ შუა საუკუნეებში ამ პუნქტის დასაცავად აუგიათ ციხე. იგი მდებარეობს სოფლის მახლობლად, მის სამხრ.-დას-ით, მთის ფერდობზე. ძირითადად იცავდა ისტ. თორიდან მომავალ გზას. ეს იყო ადგილ. კლდის ქვით ნაშენი რთული გეგმის ნაგებობა. ჩანს რამდენიმე გადაკეთების კვალი. I სამშ. ფენა XIII–XIV სს. მიეკუთვნება. სოფელში და მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს IX–X სს. მიქელ მთავარანგელოზის ეკლესია; X ს. კვირაცხოვლის ეკლესია; IX ს. საკვირიკეს (წმ. კვირიკეს) ბაზილიკა; გორათის წმ. გიორგის ნაეკლესიარი. სოფ. დ-ის ტერიტორიას ეკუთვნის ნასოფლარი საკვირიკე. დ. ბერძენიშვილი. პ. ზაქარაია.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=დვირი&oldid=4053-დან“