დვირის განძი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

XI ს. ბიზანტიური ოქროს მონეტების განძი. აღმოჩნდა სოფ. დვირში (ბორჯომის მუნიციპალიტეტი) XX ს. 20-იან წლებში. მონეტები (სულ 45) მოთავსებული იყო დოქში. 22 ბრტყელი ტიპის მონეტაა. ეკუთვნის ბიზანტ. იმპ. კონსტანტინე VIII-ს (1025–28), 23 ჩაღრმავებული ტიპის მონეტიდან 22 მიეკუთვნება ბიზანტ. იმპ. კონსტანტინე X დუკას (1059–67), ხოლო 1 – რომანოზ IV დიოგენეს (1067–71). განძში არის აგრეთვე 1 არაბული ვერცხლის დირჰემი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ განძი ჩამარხული უნდა იყოს XI ს. 70–80-იან წლებში. XI ს. ბიზანტ. ოქროს მონეტები აღმოჩენილია გურჯაანის მიდამოებშიც (7 ოქროს სოლიდი). დ. გ. დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. მუზეუმში.

ლიტ .: ა ბ რ ა მ ი შ ვ ი ლ ი თ., დვირის განძი, «ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმის მოამბ ე», 1956, ტ. 19 B. ი. ცუხიშვილი.