დვირულა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მდინარე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარჯვ. შენაკადი (ერთვის სოფ. დვირთან). სიგრძე 12 კმ, აუზის ფართ. 56 კმ 2. სათავე აქვს თრიალეთის ქედის ჩრდ.-დას. კალთაზე. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირეა ზამთარსა და ზაფხულში. საშ. წლ. ხარჯი 0,98 მ 3/წმ .