დვრინი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

1. მატყლის საპენტის ლარი და მის მიერ გამოცემული დაბალი, გაბმული ბგერა. 2. დაბალი (მეორე) ბანი, მამაკაცის განსაკუთრებით დაბალი ხმა. ეს ტერმინი გვხვდება საისტ. ლიტ-რაში, პოეზიასა და ხალხ. შემოქმედებაში (იხ. ზემრავალხმიანობა). როცა იოანე ბატონიშვილი და დ. მაჩაბელი აღწერენ ქართულ საეკლ. გალობაში XVIII ს. დასასრულამდე შემორჩენილ ექვსხმიანობის ტრადიციას, დ-ს ექვსხმიანი საგალობლის ყველაზე დაბალ, მეექვსე ხმას უწოდებენ. ი. ჟორდანია.