დიალექტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ბერძნ. dialektos – ლაპარაკი, თქმა, კილო), ერთი საერთო ენის დიფერენციაციის შედეგად მიღებული განშტოების სახელწოდება. ჩვეულებრივ, ამ ტერმინით აღინიშნება ტერიტორიული დ. დ-ის, ანუ კილოს გან- შტოებებია კილოკავები, კილოკავისა – თქმები, ხოლო თქმებისა – ქცევები. ამა თუ იმ ენის დ. უპირისპირდება იმავე ენის სხვა დ-ს ან დ-ებს ბგერითი შედგენილობით, გრამატიკით, ლექსიკით. საზ-ბის სოც. ნაირგვარობა განაპირობებს ენის სოც. დიფერენციაციას. სოც. დ. საერთო-სახალხო ენისგან მხოლოდ ლექსიკით განსხვავდება, მაგ., პროფესიული წრეების მეტყველება, ჟარგონი, არგო, სლენგი, სატელიტი, პირობითი (საიდუმლო) ენები და სხვ.