დიამბეგო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართული (კახური) ხალხური ლირიკული სიმღერა. მიმართვის ობიექტი, მართალია, ოფიც. მოხელე – დიამბეგია, მაგრამ არსებითად სიმღერა სილამაზით განთქმულ მის ქალიშვილს ეძღვნება. სიმღერა სამხმიანია და რამდენიმე მუხლისაგან შედგება. ახლოსაა სუფრულ სიმღერებთან (გაბმული, ბურდონული ბანი, მოდულაციური გეგმა, მელოდიური განვითარების ხერხები). ო . ჩიჯავაძე.