დიასამიძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანზორ ოსმანის ძე (დ. 15. VI. 1939, სოფ. ცინარე- თი, ახლანდ. შუახევის მუნიციპალიტეტი), ბიოლოგი. ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1995), პროფესორი (1996). დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პედაგოგიური ინ-ტის ბიოლოგია- გეოგრაფიის ფაკ-ტი (1964). 1969-იდან მუშაობს იქვე სხვადასხვა თანამდებობაზე. 2006-იდან უნ-ტის ბიოლ. დეპარტ. სრული პროფ. და იმუნოგენეტიკის სამეცნ. კვლევითი ლაბორატორიის გამგეა. დ-ის კვლევის ძირითადი სფეროა ციტრუსების, ჩაისა და ზოგიერთი ხეხილოვანი მცენარის სელექციისა და გენეტიკის პრობლემები. მისი ბოლო პერიოდის გამოკვლევა ეხება სისხლის ერითროციტული ჯგუფური ანტიგენების გენოგეოგრაფიას აჭარის მოსახლეობის პოპულაციაში და მათ ასოცირებას სხვადასხვა სახის პათოლოგიასთან.

თხზ .: ბუნებრივი და ქიმიური მუტაგენეზი ციტრუსების სელექციაში, ბათ., 1994; მემკვიდრეობის და ცვალებადობის ბალანსის ბიოლოგიური რეგულაცია და ევოლუციური მნიშვნელობა, ბათ., 1999. ი . ჯაფარიძე.




სარჩევი

დიასამიძე ბიჭიკო რაფიელის ძე

(დ. 25. XII. 1940, სოფ. კვიახიძეები, ახლანდ. შუახევის მუნიციპალიტეტი ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1999), პროფესორი (2000). 1969 დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პედ. ინ-ტი. 1970–92 მუშაობდა ამავე ინ-ტში, 1992–97 – უნივერსიტეტში სხვადასხვა სამეცნ. და საზ. თანამდებობებზე; 2009-იდან არის იმავე უნ-ტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის სრული პროფესორი, 2010-იდან – პროფესორემერიტუსი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი, მ. შ. მონოგრაფია "ქრისტიანობა დასავლეთ საქართველოში (I–Xსს.)". დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000).




დიასამიძე გრიგოლ ნიკოლოზის ძე

გ. დიასამიძე

[25. I (6. II). 1870, სოფ. საქაშეთი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი, – 14. III. 1960, ნიუ-იორკი], მწერალი, იურისტი, პოლიტიკური მოღვაწე. 1881– 88 სწავლობდა თბილ. I ვაჟთა გიმნაზიაში, 1888 ჩაირიცხა ნოვოროსიის (ოდესა) უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტზე. 1892 დაბრუნდა თბილისში. მალე გახდა ნაფიცი მსაჯული. 1894–95 ასწავლიდა ქართ. ენასა და ლიტ-რას ამიერკავკ. ქალთა ინ-ტში. 1901–10 იყო თბილ. სათავადაზნაურო საკრებულოს დეპუტატი, აირჩიეს გორის მაზრის თავადაზნაურებმა. იყო აგრეთვე საქართველოში „წითელი ჯვრის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი მუდმივი წევრი. 1902–04 დააარსა საკრედიტო ამხანაგობანი სოფლებში: ჭრებალოში, საქაშეთსა და ალში, ხოლო 1915 თბილისში – შემნახველი სალარო და მებაღეობა-მევენახეობის ამხანაგობა „ალექსანდროული". თბილისში მას ეკუთვნოდა პირველი ელექტროსაბეჭდი „გუტენბერგი". დ. იყო 1912 ზაფხულში რაჭალეჩხუმში მოწყობილი აკაკი წერეთლის მოგზაურობის ერთერთი მთავარი ორგანიზატორი. მან დიდი ამაგი დასდო ქართ. ჟურნალისტიკას: 1911–15 რედაქტორობდა და გამოსცემდა საკუთარ ყოველკვირეულ გაზეთს „თემი" ა. წერეთლის თანამშრომლობითა და მონაწილეობით. 1917–18 რედაქტორობდა რუს. გაზეთ „რესპუბლიკას", ხოლო 1920 დაიწყო ყოველთვიური კულტ.-პოლიტ. დასურათებული ჟურნალის – „ბრატსტვოს" („ძმობა") გამოცემა (მონაწილეობდნენ ევგ. ლანსერე, ი. შარლემანი, ს. სუდეიკინი; დაიბეჭდა მხოლოდ 2 ნომერი). 1921 წ. 24–25 თებ. ღამეს დ-მ თავის ქალიშვილთან ერთად დატოვა თბილისი და ემიგრაციაში წავიდა. იგი ბერლინში დასახლდა. დააარსა საგამომცემლო საზ-ბა „ნაერ ოსტენი" („ახლო აღმოსავლეთი") გერმ. ენაზე. ცნობილ ქართველოლოგ რიხარდ მეკელაინთან ერთად რედაქტორობდა ყოველთვიურ გერმ. ჟურნ. „მორგენლანდს" (1922). 1936 ბერლინის უნ-ტმა დ. აირჩია აღმ. ევროპის შემსწავლელი ინ-ტის ნამდვილ წევრად. დ. აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნ. „კავკასიაში", რ-იც ქართ. და რუს. ენებზე გამოდიოდა. ეხმარებოდა კ. ბალმონტს ვეფხისტყაოსნის თარგმნაში (რუს. ენაზე გამოიცა პარიზში, პირველად – 1933). 1952 დ. საცხოვრებლად გადავიდა ნიუ-იორკში, სადაც, მიუხედავად ხანდაზმულობისა, არ შეუწყვეტია ლიტ. საქმიანობა. ბეჭდავდა საყურადღებო წერილებსა და მოგონებებს იქაურ ქართ. პრესაში („ჩვენი გზა", „კრებული"), იყო ნიუ-იორკის ქართ. სათვისტომოს საპატიო თავ-რე, „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ამერიკული საბჭოს" გამგეობის წევრი და უხუცესი მრჩეველი. დაკრძალულია ნიუ-იორკის ერთ-ერთი მართლმადიდებელი ეკლესიის ეზოში.

ლიტ .: შ ა რ ა ძ ე გ., გრიგოლ დიასამიძე, მის წგ.: უცხოეთის ცის ქვეშ, ტ. 2, თბ., 1993, გვ. 186–200. გ. შარაძე.




დიასამიძე ვახუშტი

XVI ს. შუა წლების სამცხე-საათაბაგოს პოლიტიკური მოღვაწე. მხარს უჭერდა ქართლის მეფის ლუარსაბ I-ის პოლიტიკას. დ-მ თავის ძმასთან, შ. დიასამიძესთან ერთად XVI ს. 30–40-იან წლებში ჯავახეთისა და სამცხის მნიშვნელოვანი პროვინციები ლუარსაბ I-ს დაუმორ- ჩილა, ლუარსაბმა კი იგი ლორის ბატონად დანიშნა. ათაბაგ ქაიხოსრო II-ის წაქეზებით ირან. შაჰმა თამაზ I-მა 1553 მესხეთისა და სამცხე-საათაბაგოს სოფლები და ქალაქები დაარბია, სხვა დიდებულებთან ერთად დ-ც დაატყვევა და სიკვდილით დასაჯა.

წყარო: გ ო რ გ ი ჯ ა ნ ი ძ ე ფ., საქართველოს ისტორია, ს. კაკაბაძის გამოც., «საისტორიო მოამბე», 1925, [ტ.] 2; ვ ა ხ უ შ ტ ი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს.ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973. შ. ლომსაძე.




დიასამიძე ლევან ნიკოლოზის ძე

[19. IX (1. X). 1882, თბილისი, – 19. XI. 1969, იქვე], ინჟინერ-ჰიდრავლიკოსი. პროფესორი (1930), მეცნ. და ტექ. დამს. მოღვაწე (1946). 1912 დაამთავრა ლოზანის (შვეიცარია) საინჟ. ინ-ტი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ უმთავრესად წყალსადენის სისტემაში მუშაობდა. იყო ნატახტრის წყალსადენის პროექტის ავტორი და მშენებლობის მთ. ინჟინერი (1929–35), 1945-იდან გარდაცვალებამდე – საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის კათედრის გამგე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ .: სამრეწველო წარმოების და დასახლებული ადგილების კანალიზაცია, ნაწ. 1–2, თბ., 1949–50 (თანაავტ. გ. ქურდიანი); წყალმომარაგება, ნაწ. 1 – ქსელი და მისი ნაგებობანი, თბ., 1962 (თანაავტ.: ქ. ქუთათელაძე, ი. გეგელაშვილი).





დიასამიძე მიხეილ სტეფანეს ძე

(11. IV. 1913, სოფ. გაღმა ვანი, ახლანდ. ვანის მუნიციპალიტეტი, – 3. VI. 1992, ქ. კურსკი), საბჭოთა კავშირის გმირი (22. XII. 1942), გვარდიის პოლკოვნიკი. 1933 დაამთავრა სამხ. მეთაურთა სკოლა ბაქოში და ქ. ნოვოროსიისკში დაინიშნა 22-ე წითელდროშოვანი მსროლელი დივიზიის 65-ე პოლკის ოცეულის მეთაურად. 1937- იდან მსახურობდა შორეულ აღმოსავლეთში, სადაც მეთაურობდა პოლკის სკოლასა და ბატალიონს. 1938 მონაწილეობდა იაპონელთა წინააღმდეგ ბრძოლაში ხასანის ტბასთან. II მსოფლიო ომის დროს სტალინგრადის ბრძოლაში გამო- ჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭ. კავშირის გმირის წოდება. 1958 ოფიცერ დ-ის ხელმძღვანელობით მეომრებმა ქ. კურსკის მახლობლად გააუვნებელყვეს ომის წლებში გერმ. ფაშისტების მიერ დანაღმული ველი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. საბრ- ძოლო ორდენები და მედლები. ტ. ჩინჩილაკაშვილი.




დიასამიძე ნიკოლოზ დავითის ძე

(1845 – 13. VIII. 1897), საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, პუბლიცისტი. გ. დიასამიძის მამა. 1877 ა. თუთაევთან ერთად გორში თავისი ხარჯით გადააკეთა ძვ. როტონდა და იქ თეატრი დააარსა. დ-ს საკუთარ სახლებში (თბილისი, სოფლები: საქაშეთი, ბრილი) მოწყობილი ჰქონდა სალონები, სადაც მართავდა ლიტ. შეხვედრებს (ე. წ. „ორშაბათები"), თეატრ. წარმოდგენებს. დ-ის აქტ. მონაწილეობით 1877 სოფ. რუისში (ახლანდ. ქარელის მუნიციპალიტეტი) საქველმოქმედო მიზნით დაარსდა საზ. ბანკი, რ-საც ერთხანს დ. ხელმძღვანელობდა (კ. მამაცაშვილთან ერთად). 1892 ბრილში, დ-ის სახლში მისივე მონაწილეობით ჩატარდა გაზ. „კვალის" დამფუძნებელი კრება. გაზ. „დროებაში" აქვეყნებდა პუბლიც. წერილებს სოც. და განათლების საკითხებზე. მოკლეს რევოლუციურად განწყობილმა გლეხებმა. ამ ფაქტს ა. წერეთელმა, რ-საც ახლო მეგობრობა აკავშირებდა დ-თან, უძღვნა ლექსი „ნიკო დიასამიძის სახსოვრად".

ლიტ .: ბ ა ლ ა ხ ა შ ვ ი ლ ი ი., ლიტერატურული და რევოლუციური წრეები და სალონები საქართველოში (XIX საუკუნის 70–80–90-იანი წლები). დოკუმენტური ნარკვევი, თბ., 1940; ე ნ ი კ ო ლ ო ფ ა შ ვ ი ლ ი ი., საქაშეთსა და ბრილში (შ. ბარამიძის პუბლ.), «საისტორიო მოამბე», 1990, # 59–60; მ ა მ ა ც ო ვ ი კ., ბატონო რედაქტორო!, «დროება», 1882, # 3; მ გ ა ლ ო ბ ლ ი შ ვ ი ლ ი ს., მოგონებანი, ლ. ასათიანის წინასიტყვაობით, რედაქციით და შენიშვნებით, ტფ., 1938. თ. ჯოლოგუა.




დიასამიძე ჟუჟუნა მემედის ასული

(დ. 26. II. 1945, ბათუმი), ფიზიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1998), პროფესორი (1999). დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პედაგოგიური ინ-ტი (1966). 1967-იდან მუშაობდა ამავე ინ-ტის ფიზიკის კათედრაზე. 1983–2006 იყო ბა- თუმის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. უნ-ტის თეორ. ფიზიკის კათედრის გამგე, ხოლო 2006- იდან არის თეორ. ფიზიკის მიმარ- თულების ხელმძღვანელი. კვლევის თემაა: ტურბულენტურ ფენაში ტალღური პროცესების გამოკვლევა.





დიასამიძე სულეიმან ეიუბის ძე

(22. XI. 1893 – 18. III. 1962, თბილისი), საზოგადო მოღვაწე. 1921 დაამთავრა თსუ, 1932 – საქართვ. ინდუსტრ. ინ-ტი. ახალგაზრდობაშივე ჩაება რევ. მოძრაობაში. დაინტერესებული იყო ქართვ. მუჰაჯირების ბედით. ამ მიზნით მოინახულა ტრაპიზონი, სამსუნი, სტამბოლი და სხვა ადგილები. 1918, როცა ოსმ. ჯარმა ბათუმი დაიკავა, დ. სხვა აჭარელ პატრიოტებთან ერთად თბილისში ჩამოვიდა და „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის" მდივანი გახდა. 1921 საქ. კპ აჭარის საოლქო კომიტეტის დავალებით დიდი მუშაობა გასწია ღარიბ გლეხთა კომიტეტების ჩამოსაყალიბებლად, არჩეული იყო ღარიბთა კომიტეტის ცენტრ. ბიუროს შემადგენლობაში. ებრძოდა პანისლამიზმის მიმდევრებს. 1921 მუშაობდა აჭარის ფინანსთა სახალხო კომისრად, 1922–23 – აჭარის სახკომსაბჭოს თავ-რედ, 1929-იდან – მშრომელთა დეპუტატების ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავ-რედ. ამის შემდეგ პედ. მოღვაწეობას ეწეოდა თბილისში. სხვადასხვა დროს არჩეული იყო აჭარის ასსრ, საქ. სსრ და ამიერკავკ. სფსრ ცაკის წევრად.

ლიტ .: ა ხ ვ ლ ე დ ი ა ნ ი ხ., საბჭოთა ხელისუფლების დამყარება აჭარაში (1917–1921 წწ.), ბათ., 1971; მ ი ს ი ვ ე, სამხრეთ საქართველოს განთავისუფლებისათვის მებრძოლნი, ბათ., 1972.





დიასამიძე შალვა მიხეილის ძე

შ. მ. დიასამიძე

(10. VII. 1912, თბილისი, – 6. V. 1974, იქვე), ქართული კალათბურთის ერთ-ერთი ფუძემდებელი, სსრკ (1957) და საქართვ. (1966) დამს. მწვრთნელი. დ. 1929- იდან თსუ-ის გუნდში თამაშობდა. უნ-ტის დამთავრების შემდეგ (1934) მუშაობა განაგრძო იქვე, ფიზ. აღზრდის და სპორტის კათედრაზე. 1941–45 იყო ამავე კათედრის გამგე. 1944 ჩამოაყალიბა თსუ-ის კალათბურთელ ქალთა გუნდი, რ-იც 1948 საქართვ. ჩემპიონი გახდა. 1947– 49 მიიწვიეს თბილ. „დინამოს" ოსტატ კალათბურთელთა გუნდის მწვრთნელად (1947 სსრკ პირველობაზე II ადგილი; ხოლო 1949 სსრკ თასი მოიპოვა). 1948–52 დ. ავარჯიშებდა თბილ. განათლების განყ-ბის ბავშვთა გუნდს. 1949–53 იყო თსუ-ის ფიზ. აღზრდისა და სპორტის კათედრის მასწავლებელი და ქალთა ნაკრები გუნდის მწვრთნელი. 1953-იდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა საქართვ. ფიზიკური კულტურის ინტის პედაგოგად და ვაჟთა გუნდის მწვრთნელად. აღზარდა არაერთი ცნობილი კალათბურთელი.







დიასამიძე შერმაზან

XVI ს. შუა წლების სამცხე-საათაბაგოს პოლიტიკური მოღვაწე. ძმას- თან, ვ. დიასამიძესთან ერთად მხარს უჭერდა ქართლის მეფის ლუარსაბ I-ის პოლიტიკას. ლუარსაბმა იგი ლორე-ბამბაკის ბატონად დასვა. ათაბაგ ქაიხოსრო II-ის თხოვნით ირან. შაჰი თამაზ I 1553 სამცხე-საათაბაგოში შეიჭრა. დ. სხვა დიდებულებთან ერთად დაატყვევეს და ძმასთან ერთად სიკვდილით დასაჯეს. დ-ის მამული ქაიხოსროს გადაეცა.

წყარო იხ. სტ-თან დ ი ა ს ა მ ი ძ ე ვ. შ. ლომსაძე.