დიატომა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(Diatoma), კაჟოვანი წყალმცენარეების (Bacillariophyta) გვარი. ლენტისებრი ან ზიგზაგისმაგვარი კოლონიებია, უჯრედები ხაზოვანიდან ელიფსურამდე, მომრგვალებული, იშვიათად თავაკიანი ან ოდნავ ნისკარტისებრ წაგრძელებული ბოლოებით. განივი შტრიხები პუნქტირებულია, განივი ქედები მრავალია. ღერძული ველი ვიწრო ხაზოვანია. გვხვდება მხოლოდ მტკნარ წყლებში. საქართველოში ცნობილია დიატომას გვარის 14 წარმომადგენელი (1 სახეობა, 12 სახესხვაობა, 1 ფორმა). განსაკუთრებით ხშირად გვხვდება: Diatoma hiemale, D. elongatem, D. vulgare სახესხვაობები. ლ. კუხალეიშვილი.