დიატომიტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კ ი ზ ე ლ გ უ რ ი, ი ნ ფ უ ზ ო რ ი უ ლ ი მ ი წ ა, თეთრი, ღია ნაცრისფერი, მოყვითალო ან მომწვანო, ცარცისმაგვარი, ფოროვანი მსუბუქი დანალექი ქანი. უმთავრესად შედგება ოპალისაგან (SiO2•nH2O), შეიცავს აგრეთვე კვარცის, გლაუკონიტის და თიხის მინარევებს. წარმოიქმნება ზღვებსა და ტბებში დალექილი დიატომეებიანი შლამისაგან. დ-ს ახასიათებს დიდი ფორიანობა (50–90%),SiO2- ის მაღალი შემცველობა (60–95%), მცირე სიმკვრივე (350–950 კგ /მ 3), დაბალი ბგერაგამტარობა. იყენებენ ადსორბენტად და ფილტრად (კვებისა და ნავთობქიმ. მრეწველობაში), შემვსებად (საფეიქრო, ქაღალდისა და რეზინის წარმოებაში), აბრაზიულ და საშენ მასალად. რეკომენდებულია დ-ის გამოყენება სასუქების წარმოებაში. საქართველოში სამრეწვ. მნიშვნელობა აქვს ქისათიბის დიატომიტისსაბადოს. გ. მაჩაბელი.


დიატომიტი

ყოფილი სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში.