დიაუხი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დ ი ა ო ხ ი, დ ა ი ა ე ნ ი, ადრინდელი სახელმწიფო გაერ- თიანება ძვ. წ. XII–VIII სს-ში სამხრეთ ამიერკავკასიის ტერიტორიაზე. ამ სახელწოდებიდან მომდინარეობს საქართვ. ერთ-ერ- თი ოლქის, კერძოდ, ტაოს სახელი [დიაო(ხი) > ტQაო(ხი) > ტაო]. ძვ. წ. XII ს. ბოლოს დ. მოთავეობდა ევფრატის ზემოთში მცხოვრები ტომების დიდ გაერთიანებას, რ-იც ასურელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შეიქმნა. ძვ. წ. IX ს-ში დ-ის წინააღმდეგ შეტევა დაიწყო ურარტუმ. ურარტუს მეფეებმა – მენუამ და არგიშთი I-მა – მრავალგზის დაამარცხეს და ბოლოს გაანადგურეს დ. (ძვ. წ. IX ს. ბოლო – VIII ს. დასაწყ.). დ-ში განვითარებული ყოფილა ლითონების (განსაკუთრებით სპილენძის, აგრეთვე ოქრო-ვერცხლის) მოპოვება- დამუშავება და მესაქონლეობა. ცნობილი არიან დ-ის მეფეები სიენი (ძვ. წ. XII ს. ბოლო), ასია (ძვ. წ. IX ს. შუა წლები), უტუფურსი (ძვ. წ. IX–VIII სს. მიჯნა). დ-ის მკვიდრთა შთამომავლობას ძვ. წ. V ს. დასასრ. ბერძენი მწერალი ქსენოფონტი ტაოხების სახელწოდებით იხსენიებს.

ლიტ .: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970; М е л и к и ш в и л и Г. А., Урартские клинообразные надписи, М., 1960. გ. მელიქიშვილი.