დიაჩკოვი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბ. დიაჩკოვი.

ბორის მიხეილის ძე (23. VIII. 1903, თბილისი, – 17. XII. 1986, იქვე), სპორტსმენი (მძლეოსნობა), მწვრთნელი. სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1940), სსრკ დამს. მწვრთნელი (1952). საკავშ. კატეგორიის მსაჯი (1939), სსრკ ფიზკულტ. და სპორტის დამს. მოღვაწე (1966). 1934 დაამთავრა მოსკოვის ფიზკულტ. სახელმწ. ინტი, 1938 – ამიერკავკ. მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინ-ტი. სსრკ ჩემპიონი სამხტომში (1924) და 4 × 100 ესტაფეტაში (1927), სსრკ მრავალგზის ჩემპიონი სიმაღლეზე და ჭოკით ხტომაში. მწვრთნელად მუშაობა დაიწყო 1921. აღზარდა ქართვ. სახელოვან მძლეოსანთა მთელი პლეადა: ნ. დუმბაძე (დ-ის მეუღლე), ე. გოკიელი, ლ. სანაძე, რ. შავლაყაძე, ი. დიაჩკოვი (ვაჟიშვილი, სსრკ ორგზის ჩემპიონი ათჭიდში) და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. ნ. გუგუშვილი.