დიგორი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მხარე თანამედროვე ჩრდ. ოსეთის რესპუბლიკაში (რუსეთის ფედერაცია). მოიცავს მდ. ურუხის აუზს. VII ს. სომხ. ანონიმურ გეოგრაფიაში იგი მოხსენიებულია „აშტიგორის" სახელწოდებით. XII–XIII სს-ში დ-ის ტერიტ. დანარჩენ ალანოსეთთან ერთად საქართვ. სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) მიხედვით, დ-ის თემი იყოფოდა ორად: ჩერქეზიძედ და ბაზალიძედ. ისტორიკოსი ბერი ეგნატაშვილი (XVIII ს.) იმერეთის სამეფოს ჩრდ. საზღვრად ასახელებს დიგორის მთას. დ-ზე გადიოდა დას. საქართველოს ჩრდ. კავკასიასთან დამაკავშირებელი გზა. ეს გზა გაიარეს რუსეთში მიმავალმა მეფეებმა – თეიმურაზ I-მა (1659) და ვახტანგ VI–მ (1724). ი. გიულდენშტედტი (1772) დ-ში ასახელებს 50 ოსურ სოფელს.

წყარო და ლიტ .: ვ ა ხ უ შ ტ ი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თ. ლომოურის და ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1941; გ ი უ ლ დ ე ნ შ ტ ე დ ტ ი ს მოგზაურობა საქართველოში, გ. გელაშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1964; საქართველოს ისტორია, ს. ჯანაშიას რედ., ნაწ. 1, თბ., 1948; ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959. ჯ. გვასალია.