დიდაჭარა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში (აჭარის არ), მესხეთის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. აჭარისწყლის მარჯვ. მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: დ., ბო- ღაური, ირემაძეები). ზ. დ. 1000 , ხულოდან 5 კმ. 1,4 ათ. მცხ. (2002). დ. ზემო აჭარის უძველესი სოფელია. შუა საუკუნეებში სახელწ. "დიდაჭარა" ქვეყანას აღნიშნავდა, ასეთი მნიშვნელობითაა ის დადასტურებული გიორგი მთაწმიდლის "ანდრია პირველწოდებულის მიმოსვლაში" (XI ს.): "...შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდ-აჭარა ეწოდების, და იწყო ქადაგებად სახარებისა".

წყარო : ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.

ლიტ. : ს ი ხ ა რ უ ლ ი ძ ე ი., სამხრეთდასავლეთ საქართველოს ტოპონიმიკა, [წგ.] 1, ბათ., 1958. ი. სიხარულიძე.