დიდაჭარის განძი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძვ. წ. XIV– XIII სს. ბრინჯაოს კოლხური ცულების განძი. აღმოაჩინეს 1964 სოფ. დიდაჭარაში (ხულოს მუნიციპალიტეტი); ქორიძისეული I ტიპის 20 კოლხური ცული ჩალაგებული იყო ხელით გამოძერწილ თიხის ჭურჭელში. განძი დაცულია ხ. ახვლედიანის სახ. აჭარის სახელმწ. მუზეუმში.

ლიტ .: ი ნ ა ი შ ვ ი ლ ი ა., დიდაჭარის განძი და კოლხური ნივთიერი კულტურის ისტორიის ზოგიერთი საკითხი, წგ.: სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ძეგლები, ტ. 5, თბ., 1975; რ ა მ ი შ ვ ი ლ ი ა., კოლხეთის მატერიალური კულტურის ისტორიიდან, ბათ., 1974. ა. რამიშვილი.