დიდბაია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიდბაია. დიდყვავილოვანი დიდბაია (Caltha palustris).

ჭ ყ ა ნ ტ ა (Caltha), მცენარეთა გვარი ბაიასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახებია. აქვთ მორიგეობით განლაგებული ფართო, გულისებრი პრიალა ფოთლები, დიდი, კაშკაშა ყვითელი ყვავილები, ფოთლურა ნაყოფი. მისი 20-მდე სახეობა გავრცელებულია ჩრდ. ნახევარსფეროს ზომიერსა და ცივ სარტყელში. საქართველოში გვხვდება 2 სახეობა: დიდყვავილოვანიC. palustris და პატარაყვავილიანი C. polypetala, რ-ებიც იზრდებიან დაჭაობებულ ან ტენიან მდელოებზე, სუბალპ. და ალპ. სარტყელში, იშვიათად – უფრო დაბლაც. ლ. ხინთიბიძე.