დიდგვარიანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართულ ისტორიოგრაფიაში მიღებული ტერმინი ფეოდალთა ზედა ფენის წარმომადგენლის აღსანიშნავად. დ. იყო ყმა-მრავალი, დიდი ადგილ-მამულის პატრონი, რაიმე საპატიო „ხელის" (თანამდებობის) მქონე აზნაური ან თავადი, რ-იც თავისი წარმოშობით უპირისპირდებოდა პირადი სამსახურით აღზევებულ პირებს.