დიდგვერდი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მთა ახმეტის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონზე, მდ. ალაზნის მარცხ. შენაკადების – სამყურისწყლისა და სტორის წყალგამყოფ დიდგვერდის ქედზე. სიმაღლე ზ. დ. 3334 . აგებულია იურული თიხაფიქლებით. კალთები ციცაბოა. ზემო ნაწილში შემონახულია რელიეფის მყინვარული ფორმები. შემოსილია ალპ. მდელოებით.