დიდგორმაღალი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მთა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ასკისწყლისა და ლაჯანურის (რიონის მარჯვ. შენაკადები) წყალგამყოფ ხარიშის ქედზე. სიმაღლე ზ. დ. 2241 . აგებულია ზედალიასური ქვიშაქვებითა და თიხაფიქლებით. რელიეფის ფორმები ნაზკონტურებიანია. კალთები შემოსილია სუბალპ. მდელოებით.