დიდგულა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიდგულა. ყლორტი ნაყოფით.

(Sambucus nigra), ტოტებგაშლილი ბუჩქი ან პატარა ხე ცხრატყავასებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლეა 3–6 . აქვს მწვანე ყლორტები. ტოტები და ღერო დაფარულია მონაცრისფერო-ჩალისფერი ქერქით. დ-ს ღეროსა და ყლორტების გული თეთრი და რბილია. თეთრი ან მოყვითალომოთეთრო წვრილი ყვავილები შეკრებილია მსხვილ კენწრულ ფარისებრ- საგველა ყვავილედში. მოშავო- მოიისფრო კენკრასებრი ნაყოფი წვნიანია. გავრცელებულია ევროპაში, ხმელთაშუაზღვისპირეთში, მცირე აზიასა და კავკასიაში. საქართველოში თითქმის ყველგან არის გავრცელებული. ჩრდილის ამტანია. იზრდება ტყეში, ტყის პირებსა და ხევებში მთის შუა სარტყლამდე, უმთავრესად ტენიან ფერდობებზე. დ-ს ქერქს, ყვავილსა და ნაყოფს იყენებენ მედიცინაში. ნაყოფს ხმარობენ აბრეშუმის ქსოვილების შესაღებად. დ. დეკორ. ბუჩქია. ლ. ხინთიბიძე.