დიდების ტაძარი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიდების ტაძარი. XIX ს. დასასრული. თბილისი.

კავკასიის ოლქის შტაბთან არსებული სამხედრო- ისტორიული მუზეუმი (1888- იდან) გოლოვინის (ახლანდ. რუსთაველის) პროსპექტზე. აიგო 1877–78 რუსეთ-ოსმ. ომში რუს. გამარჯვების აღსანიშნავად (არქიტ. ა. ზალცმანი ), იმპერატორ ალექსანდრე III-ის თანხმობით და 413 ა. დონდუკოვ-კორსაკოვის ბრძანებით. 1885 დამტკიცდა არქიტ. ა. ზალცმანის პროექტი (რ-საც საფუძვლად დაედო არქიტ. პიო პიაჩენტინის პროექტით აგებული რომის საგამოფენო სასახლის ფასადი) და გამოიცა ბრძანება სამხ. უწყებისათვის ალექსანდრეს ბაღის ზედა ნაწილის გადაცემის თაობაზე. 1888 დამ- თავრდა შენობის მშენებლობა და შეგროვდა ექსპოზიციისათვის საჭირო ექსპონატები: საიმპერატორო გვარეულობის წევრთა და მხედართმთავართა პორტრეტები, ბატალური სცენების ამსახველი ტილოები, რუს. და სპარს.-თურქ. სამხედრო საჭურველი; სურათები საგანგებო შეკვეთით შეასრულეს იმ დროის ცნობილმა მხატვრებმა – ი. აივაზოვსკიმ, ფ. რუბომ, ნ. სამოკიშმა, პ. კოლჩინმა და სხვ. ექსპოზიცია რუსეთის მიერ წარმოებულ რუს.-კავკ. ომების ისტორიას ასახავდა. ექსპონატების შერჩევა და მათი დაცვისათვის თვალყურის დევნება სპეციალურად დანიშნულ კომისიას ევალებოდა. შენობის ფასადზე მიმაგრებული იყო 12 დაფა, რ-ებზეც ამოტვიფრული იყო კავკასიის ომების მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. შენობის გარშემო იდგა 38 ზარბაზანი – ომის ნადავლი. 1914 გალერეის ექსპოზიცია დაიხურა. ნაწილი ექსპონატებისა გაიტანეს საქართველოდან. ფერწერული ტილოების საქართველოში დარჩენილი ნაწილი ამჟამად დაცულია შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში. ამჟამად დ. ტ-ის შენობა ეკუთვნის საქართველოს ეროვნულ გალერეას.