დიდებულიძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ა. ი. დიდებულიძე.

ალექსანდრე იოსების ძე [14 (26). XII. 1882, თბილისი, – 18. IV. 1951, იქვე], ენერგეტიკოსი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1944). ტექ. მეცნ. დოქტორი (1943), პროფესორი (1918), საქართვ. მეცნ. და ტექ. დამს. მოღვაწე (1941). ფერადი ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელი რუსეთში. დაამთავრა რიგის პოლიტექ. ინ-ტი (1911). 1910– 16 სამეცნ.-პედ. მუშაობას ეწეოდა რიგის პოლიტექ. ინ-ტში, ხოლო 1916–17 – ოდესაში, სადაც აქტიურად მონაწილეობდა პოლიტექ. ინ-ტის შექმნაში. 1918 დაბრუნდა საქართველოში. იყო თბილ. პოლიტექნიკური ინ-ტის პროფესორი (1919–26) და რექტორი (1920–21), თსუ-ის ფიზ. კათედრის გამგე (1919–33), თსუ-ის პოლიტექ. ფაკტის პირველი დეკანი (1922–26), საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის ერთერთი დამაარსებელი (1928). 1922- იდან მუშაობდა თსუ-ში, შემდეგ კი (1928-იდან გარდაცვალებამდე) საქართვ. პოლიტექ. ინ-ტში ზოგადი და თეორ. ელექტროტექ. კათედრის გამგედ. 1923-25 პარალელურად ხელმძღვანელობდა თბილ. გეოფიზ. ობსერვატორიას, 1932-38 - ამიერკავკ. ელექტროკავშირგაბმულობის ინჟინერთა ინ-ტის ელექტროტექ. კათედრას, 1936-45 - საქართვ. სას.-სამ. ინტის სოფ. მეურნ. ელექტრიფიკაციის კათედრას, ხოლო 1948-51 – საქართვ. მეცნ. აკად. ენერგეტ. ინსტიტუტს. დ-მ კ. ამირაჯიბთან ერთად შექმნა სსრ კავშირში პირველი ელექტროტრაქტორი (1930), აგრეთვე ნათესების მოსარწყავი პირველი გრძელჭავლიანი საწვიმარი აპარატი (1932). ავტორია მნიშვნელოვანი გამოგონებებისა ტექ. დარგში. დ-ის ხელმძღვანელობით 1923 წ. 3 სექტ. მყინვარწვერზე ავიდა საქართვ. გეოფიზ. ობსერვატორიის პირველი სამეცნ. ექსპედიცია, რმაც გ. ნიკოლაძის ექსპედიციასთან ერთად სათავე დაუდო საბჭ. ალპინიზმის ისტორიას. პირველად ჩატარდა დევდარაკის მყინვარისა და მყინვარწვერის გეოფიზ. კვლევა- ძიება. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ .: ელექტროტექნიკის თეორიული საფუძვლები (სახელმძღვანელო), ნაწ. 1, ტფ., 1927; ელექტრო- და მაგნიტომეტრია (სახელმძღვანელო), ტფ., 1929; Цветная фотография на солях серебра, Рига, 1915; Фоторепродукция невидимого, Тб., 1948 (თანაავტ. Г. А. Дидебулидзе).

ბიბლ .: ალექსანდრე დიდებულიძე. ბიობიბლიოგრაფია, შემდგ. გ. მგელაძე, თბ., 1985.




დიდებულიძე

ა. კ. დიდებულიძე.

ალექსანდრე კონსტანტინეს ძე (დ. 30. IX. 1944, თბილისი), ელექტრომექანიკოსი. საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1997). ტექ. მეცნ. დოქტორი (1991), პროფესორი (1992). საქართვ. სოფლის მეურნეობის მეცნ. აკად. ნამდვ. წევრი (1995). დაამ- თავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი (1966). 1967–68 მუშაობდა იქვე, 1968–74 – საქართვ. სოფ. მეურნ. მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში. 1974- იდან მუშაობს საქართვ. სას.-სამ. ინ-ტში (ახლანდ. საქართვ. აგრარული უნ-ტი), 1989-იდან ელექტროტექნიკისა და ელექტროამძრავის კათედრის გამგეა. 2004– 08 იყო განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე. დ-ის სამეცნ. შრომები ეხება სოფ. მეურნ. და ელექტრომექანიკის პრობლემებს – სპეც. ელექტრიფიცირებულ სატრანსპ.-ტექნოლ. მოწყობილობებს, ელექტროდანადგარების ექსპლუატაციას. მონაწილეობდა (ვ. მეტრეველსა და რ. ქსოვრელთან ერთად) ელექტრომაგნ. ვიბროამძრავის, პნევმოსატრანსპ. დანადგარის დამუშავებაში, რისთვისაც მიღებული აქვს სხვადასხვა ქვეყნის 40 პატენტი და საავტორო მოწმობა. თხზ .: ავტომატიზებული ელექტროამძრავი სოფლის მეურნეობაში, ნაწ. 2, თბ., 1982 (თანაავტ.: ვ. მეტრეველი, შ. ჭელიძე); ელექტრომოწყობილობის ექსპლუატაცია, თბ., 1991 (თანაავტ. ი. წულაძე); სოფლის მეურნეობის განვი- თარება საქართველოში: პრობლემები და პერსპექტივები, თბ., 1997; ენერგეტიკის სექტორი საქართველოში, თბ., 1998. ვ. მეტრეველი.




დიდებულიძე

გ. დიდებულიძე.

გრიგოლ ივანეს ძე [25. IV(7.V). 1898, სოფ. იგოეთი, ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი, – 9. IX. 1954, თბილისი], თერაპევტი. მედ. მეცნ. დოქტორი (1945), პროფესორი (1945). 1916 შევიდა ვარშავის უნ-ტის სამკურნ. ფაკტზე. 1919-იდან სწავლა განაგრძო თსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტზე, რ-იც 1924 დაამთავრა. 1938–40 იყო თბილ. სამედ. ინ-ტის პედიატრიული ფაკ-ტის პროპედევტიკული თერაპიის კათედრის გამგე, 1940– 45 – ამავე ფაკ-ტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის გამგე. 1945- იდან განაგებდა სამკურნ. ფაკტის შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრას, 1943–47 – თბილ. ექიმთა დახელოვნების ინ-ტის თერაპიის კათედრას, ერთდროულად, 1947–50, ხელმძღვანელობდა საქართვ. მეცნ. აკად. კარდიოლოგიის ინ-ტის კლინიკურ განყ-ბას. სტუდენტობის პერიოდში (1923) ნ. მახვილაძესთან ერთად აღმოაჩინა და შეისწავლა ანკილოსტომიდოზი საქართველოში. დ-მ შეისწავლა და აღწერა ბორჯომის მინერ. წყლების გავლენა თორმეტგოჯა ნაწლავის სეკრეციაზე, შემაერთებელი ქსოვილის როლი წყლის ცვლის პროცესში, კანქვეშა ქსოვილში შეყვანილი ნივთიერებების შეწოვის საკითხი და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ .: შინაგან სნეულებათა პროპედევტიკა, კლინიკური დიაგნოსტიკის და სემიოლოგიის კურსი, გამოც. მე-3, თბ., 1960 (თანაავტ. შ. მიქელაძე).






დიდებულიძე

მარიამ თეიმურაზის ასული (დ. 28. V. 1952), ხელოვნების ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (2006). 1974 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემია. ამავე წლიდან იყო გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართ. ხელოვნების ისტორიის ინტის (2005-იდან გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართ. ხელოვნების ისტ. და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნ. ცენტრი) მეცნიერი თანამშრომელი, 2009-იდან კი დირექტორია. 1988-იდან პედ. საქმიანობას ეწევა თბილ. სასულიერო აკადემიაში. დ-ის სამეცნ. მოღვაწეობის ძირითადი სფეროა შუა საუკუნეების ფერწერა; ავტორია მრავალი სამეცნ. პუბლიკაციისა. მონაწილეობდა საერთაშ. სიმპოზიუმებსა და კონკურსებში. 1997-იდან დ. არის საქართვ. კულტ. მემკვიდრეობის დაცვის ფონდის სარეაბილიტაციო პროექტების კოორდინატორი, აგრეთვე საქართვ. ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის, სამეცნ. მეთოდური საბ- ჭოსა (ფერწერა) და საქართვ. საპატრიარქოს საეკლ. ხელოვნების საბჭოს წევრი.

თხზ. : Ancient Georgian Art, Tb, თბ., 2008 (თანაავტ. D. Tumanishvili).