დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოიცავს დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსა და ჩრდ. ირლანდიას. შეიქმნა 2010 წ. 21 დეკემბერს, მანამდე დასავლეთ ევროპის ეპარქიას მიეკუთვნებოდა. დ. ბ. და ი. ე-ის მღვდელმთავარი დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მარ- თლმადიდებელ ეპისკოპოსთა ასამბლეის წევრია, რ-იც ფუნქციონირებს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ხელმძღვანელობით. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში ამ ეტაპზე (2011) მოქმედებს დ. ბ. და ი. ე-ის ორი – ლონდონისა და დუბლინის სამრევლო. ეპარქიის მრევლს, ქართველების გარდა, შეადგენენ მართლმადიდებლური წესით მონათლული თურქები, იტალიელები, ინგლისელები, აფრიკული რასის წარმომადგენლები, ირანელები და სხვ. გ. გუგუშვილი.