დიდი გარეჯვარი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი გორის მუნიციპალიტეტის კარალე- თის თემში (შიდა ქართლის მხარე), ტირიფონის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის ჩრდ. ნაწილი), მდ. აძურის (მეჯუდის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 660 მ, გორიდან 7,5 კმ. 768 მცხ. (2002). სოფლის შუაგულში დგას გვიანდ. შუა საუკ. ღვთისმშობლის ეკლესია; ნაგებია რიყის ქვით, კუთხეები და კარ-სარკმელი გამოყვანილია აგურით. აღმ-ით აქვს ნახევარწრიული აფსიდი, გადახურული იყო კამარით. სამხრ. ფასადზე, აგურის წყობით გამოსახულია მაღალი ჯვარი, გვერდებზე განლაგებული ჩაღრმავებული რომბებით.

ლიტ .: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. ჯ. გვასალია.