დიდი დმანისი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში (ქვემო ქართლის მხარე), მდ. მაშავრის (ხრამის მარჯვ. შენაკადი) მარცხ. ნაპირას, დმანისი–ბოლნისის საავტ. გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები დ. დ., ბოსლები, ვარდისუბანი, პატარა დმანისი). ზ. დ. 860 , დმანისიდან 15 კმ , კაზრეთიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 10 კმ . 871 მცხ. (2002).