დიდი ვანის განძი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძვ. წ. XIII ს. ბრინჯაოს ნივთების განძი, აღმოჩენილია 1985 სოფ. დიდ ვანში (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი), ე. წ. რცხილის გორაზე. აღნიშნული განძიდან საყურადღებოა ბრინჯაოს თოხი, რ-საც აქვს ფართო მორკალული პირი და ტანისგან გამოყოფილი სატარე. დაცულია ნ. ბერძენიშვილის სახ. ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

ლიტ .: რ ა მ ი შ ვ ი ლ ი ა., კოლხეთის მატერიალური კულტურის ისტორიიდან, ბათ., 1974; ქ ო რ ი ძ ე დ., კოლხური კულტურის ისტორიისათვის, თბ., 1965. ა. რამიშვილი.