დიდი თონეთი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში (ქვემო ქართლის მხარე), თრიალეთის ქედის სამხრ. კალთაზე, თბილისი– მანგლისის საავტ. გზაზე. თონე- თის თემის ცენტრი (სოფლები: დ. თ., მოხისი, პატარა თონეთი). ზ. დ. 1280 , თეთრი წყაროდან 42 კმ . 715 მცხ. (2002). 1882–84 დ. თ-ის სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა ვაჟა-ფშაველა. დ. თ. პირველად მოხსენიებულია XVII ს. ისტ. წყაროებში როგორც სათვანეთი, სათონეთი, სა- თორნეთი, თორნეთი და თონეთი. დ. თ. ეწოდა XIX ს-ში, მას შემდეგ, რაც მის მეზობლად მდებარე სოფ. დვალთას პატარა თონეთი უწოდეს. დასახლებული ყოფილა წინაფეოდ. ხანიდან (გორანამოსახლარი, კერამ. ნაწარმი). დ. თ. მოიცავს ხორბუკისა და მოლავის ნასოფლარების ტერიტორიებსაც. სოფლის მკვიდრი მოსახლ. გვერდით XIX ს-ში აქ ქართვ. მთიელი მოახალშენენიც დასახლდნენ. სოფელში დგას წმ. გიორგის ერთნავიანი ეკლესია (XVIII ს.), გადაკეთებულია ძვ. ეკლესიისგან. ნაგებია უხეშად დამუშავებული და ნატეხი ქვით. დასავლეთის კედელ- ში ჩატანებულია კვეთილი გამოსახულებებით შემკული საფლავის ქვა. ამავე კედლის თავზე დადგმულია ოთხმალიანი კოშკისებური სამრეკლო. სოფლის სამხრ-ით 1,5 კმ -ზე, სიონის სახელობის ერთნავიანი ეკლესიაა, რ-საც სამხრიდან და დას-იდან მინაშენები ეკვრის. საბჯენი თაღები ინტერიერში კრონშტეინებს ეყრდნობა, მინაშენებში – პილასტრებს. შემონახულია XI ს. რამდენიმე წარწერა. შეიმჩნევა გვიანდ. გადაკეთების კვალიც. დ. თ-ის სამხრ.- დას-ით 500 -ზე ნასოფლარის კვალი და კვირაცხოვლის ეკლესიის (XI ს.) ნანგრევებია, ხოლო სამხრით 1 კმ -ზე – ღვთისმშობლის ეკლესია, რ-იც ჩუქურთმებიანი გვერფრაგმენტების მიხედვით XI–XIII სს. მიეკუთვნება. თ. თოდრია. ი. ციციშვილი.