დიდი ირაგა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის ირაგის თემში (ქვემო ქართლის მხარე), ირაგის ქვაბულში, მდ. ასლანკის (ხრამის მარცხ. შენაკადი) მარცხ. მხარეს. ზ. დ. 1190 , თეთრი წყაროდან 13 კმ . 69 მცხ. (2002). სოფლის აღმ. ნაწილში ნასოფლარის ნაშთი და გვიანდ. ფეოდ. ხანის მცირე ზომის ერთნავიანი ეკლესია დგას. შეკეთებულია XX ს-ში. სოფლის სამხრ-ით, მდ. თორნისწყლის მარჯვ. ნაპირას, მცირე ბორცვზე, XX ს. დასაწყისში აუშენებიათ წმ. გიორგის ეკლესია. ბორცვის ფერდობზე ნასოფლარია.