დიდი კლდეისი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში (ქვემო ქართლის მხარე), ბედენის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. კლდეისისწყლის (ხრამის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს. კლდეისის თემის ცენტრი (სოფლები: დ. კ., პატარა კლდეისი). ზ. დ. 1340 , თეთრი წყაროდან 32 კმ. 90 მცხ. (2002). სოფლის ჩრდ-ით, 2 კმ- ზე, არის კლდეისის საყინულე გამოქვაბულები. სოფელში და მის ირგვლივ ძვ. ნასახლარები და ეკლესიების ნანგრევებია. სოფლის შუაში შემორ- ჩენილია ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები. როგორც ჩანს, აქ თავდაპირველად საკმაოდ მოზრდილი, თლილი ქვით ნაგები ერთნავიანი ეკლესია მდგარა (X–XI სს.), რ-ისთვისაც მოგვიანებით სამხრ-იდან და შემდეგ კი ჩრდ-იდან სამლოცველოები მიუშენებიათ. ნანგრევებში აღმოჩენილია კარ-სარკმელთა მორთულობისა და ლავგარდნის, აგრეთვე ასომთავრულწარწერიანი ქვების ფრაგმენტები. პ. ზაქარაია.