დიდი კოჭობა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიდი კოჭობა.

(Carpodacus rubicilla), ფრინველი მთიულასებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 20 სმ, გავრცელებულია კავკასიის, შუა და ცენტრ. აზიის მთიანეთში, ტიბეტში, ჰიმალაიზე, ალთაიში. საქართველოში ბინადრობს ზამთარში, დიდთოვლობისას მომთაბარეობს ვერტ. მიმართულებით ალპ. მდელოებზე, ზ. დ. 2000 ზევით. ზამთარში კენკროვანი ბუჩქნარით დაფარულ მთის მდინარისპირა ველებზე ჩამოფრინდებიან. გაზაფხულზე წყვილდებიან, სხვა დროს გუნდებად ცხოვრობენ. დებენ 3–4 (6-მდე) ცისფერ, მუქწინწკლებიან კვერცხს. იკვებებიან მარცვლეულითა და, შესაძლოა, მწერებითაც. სიმცირის გამო შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში". ცნობილია დ. კ-ს რამდენიმე ქვესახეობა, რ-თაგან საქართველოში გვხვდება კ ა ვ კ ა ს ი ი ს დ ი დ ი კ ო ჭ ო ბ ა (C. R. rubicilla). რ. ჟორდანია.