დიდი ლამაზტანა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(Calosoma sycophanta), მწერი ბზუალა ხოჭოების ოჯახისა. მისი სიგრძეა 24–33 მმ. თავი, წინაზურგი და სხეულის ქვედა მხარის მეტი წილი მუქი ლურჯია, ზედა ფრთები – ოქროსფერი, რ-საც ახასიათებს მომწვანობრინჯაოსფერ- მოწითალო ნათება. ულვაშები, წვივები და მუცელი შავია. იზამთრებს ნიადაგსა და ფოთლოვან საფარში. კვერცხებს დებს გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში. ახალგაზრდა ხოჭოები გამოდიან აგვ.-სექტ-ში. გავრცელებულია შუა და სამხრ. ევროპაში, აფრიკის ჩრდ.-დას. რ-ნებში, თურქეთში, ირანში, შუა აზიის მთებში, კავკასიონზე. საქართველოში გვხვდება ყველგან ფოთლოვან, ზოგჯერ შერეულ, იშვიათად წიწვოვან ტყეებში, პარკებსა და ბაღებში, მინდორსაცავ ზოლებში. მთებში ადის ზ. დ. 1200–1500 მ -მდე. აქტ. მტაცებელია. ხოჭო და მისი მატლები იკვებებიან ტყის ისეთი მავნებლებით, როგორიცაა არაფარდი აბრეშუმმხვევი, მოლოზანა, რგოლური აბრეშუმმხვევი, ქოჩოლა და ა. შ., რითაც არეგულირებენ მავნე მწერთა რიცხოვნობას. სახეობა თანდათან მცირდება ტყეების გაკაფვისა და პესტიციდებით დამუშავების გამო. შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში". ნ. რეკი.