დიდი ლიახვის ხეობის მუზეუმ- ნაკრძალი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დაარსდა 2005 სოფელ ქურთაში; მუზეუმ-ნაკრძალის სამოქმედო არეალი მოიცავდა დიდი და პატარა ლიახვის აუზში არსებულ ისტ. და მატერ. კულტურის ძეგლებს: ქაშუეთი, მინდიაანთ კოშკი (ქემერტი), გორა სამოსახლო, ხეთაგაანთ კოშკი (სვერი), საბაწმიდა, ძელიცხოველი (ხეითი), კეხვის ციხე, წმ. კვირიკეს, აბოწმინდას, წმ. ნიკოლოზის ეკლესიები (ზემო აჩაბე- თი), პარსეთის წმ. გიორგის ეკლესია (ძარწემი), მაჩაბლის სასახლე, გორა სამოსახლო (ქურთა), გერის ნიში (თამარაშენი) და სხვ. მუზეუმ- ნაკრძალის თანამშრომელთა მიერ ხორციელდებოდა რეგიონის ტერიტორიაზე არსებული კულტ. მემკვიდრეობის ძეგლების პასპორტიზაციის პროცესი. 2008 აგვისტოში რუს. მიერ საქართვ. მიმართ განხორციელებული აგრესიისა და რეგიონის ოკუპაციის შედეგად დ. ლ. ხ. მ.-ნ-ის ტერიტორია დროებით აღარ კონტროლდება საქართვ. ხელისუფლების მიერ.