დიდი მეჯვრისხევი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი გორის მუნიციპალიტეტში (შიდა ქართლის მხარე), ტირიფონის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის ჩრდ. ნაწილი), მდ. მეჯუდის (ლიახვის მარცხ. შენაკადი) მარცხ. ნაპირას, ტირიფონის არხის მარჯვ. მხარეს. მეჯვრისხევის თემის ცენტრი (სოფლები: დ. მ., ზერტი, კვარხითი, მეჯუდისპირი, პატარა მეჯვრისხევი). ზ. დ. 800 , გორიდან 19 კმ. 3,2 ათ. მცხ. (2002). სოფელში არის ა. ერისთავ-ხოშტარიას სახლ-მუზეუმი. დ. მ-ში შემონახულია მრავალი ხუროთმოძღვრული ძეგლი, მ. შ. ერისთავების ორსართულიანი საცხოვრ. სახლი (თავდაპირველი ფენა თარიღდება XVII–XVIII სსით; გვიანდ. – XIX ს-ით) და დიდი მარანი. სოფლის შუაში მირმანოზ ერისთავის (მანანა ორბელიანის მამა) ციხე- სასახლის კომპლექსია, რ-ის პირველი ნაგებობები: ციხეგალავანი, კარიბჭე და კოშკები XVII–XVIII სს-შია აგებული. XVIII ს-ში ციხის კარიბჭეზე ორსართულიანი სასახლე მიუშენებიათ, ხოლო XVIII–XIX სს-ში სასახლე გაუფართოებია და გადაუკეთებია მირმანოზ ერისთავს. სოფლის განაპირას დგას გვიანდ. შუა საუკ. კვირაცხოვლის ერთნავიანი ეკლესია. დ. მ-ის შუაში აგურითა და რიყის ქვით ნაგები უსანეთის ეკლესიაა. დას. ფასადზე, მარმარილოს ფილაზე ამოკვეთილი წარწერიდან ჩანს, რომ იგი აუშენებია ივანე ხახუტაშვილს 1851. სოფლის აღმ-ით, ძვ. სასაფლაოზე, IX–X სს. ღვთისმშობლის ეკლესია დგას, ხოლო ჩრდ-ით, სასაფლაოზე – გვიანდ. შუა საუკ. კიდევ ერთი ღვთისმშობლის ეკლესია. სოფლის სამხრ.-აღმ-ით, მთის ფერდობზე, ადგილ ლომისაში, გვიანდ. შუა საუკ. წმ. გიორგის ერთნავიანი ეკლესიაა, რ-საც წმ. გიორგის ნიშს უწოდებენ.

ლიტ .: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. ჯ. გვასალია.