დიდი მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დაარმაზციხე (ბაგინეთი). ძვ. წ. II–I სს.

დაარსდა მცხეთაში 1985. 1940 პიტიახშთა არმაზისხევის (ქართლის ხევის) ა რ ქ ე ო ლ . - ხ უ რ ო თ მ ო ძ ღ ვ რ უ ლ ი კომპლექსი და მისი მიმდებარე ტერიტორია საქართვ. სსრ სახკომსაბჭოს დადგენილებით გამოცხადდა არქეოლ. ნაკრძალად, 1957 კი საქ. სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებით შეიქმნა მცხეთის არქეოლ. ნაკრძალი, რ-იც მოიცავდა ტერიტორიას მდ. მტკვრისა და მდ. არაგვის შესართავის ხერთვისიდან (ნახევარკუნძული) ბებრის ციხემდე. 1977 წ. 14 სექტ. საქ. სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებით მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ბაზაზე დაფუძნდა მცხეთის ხელოვნებისა და ისტ.-არქიტ. ნაკრძალი, 2001-იდან – დიდი მცხეთის მუზეუმ-ნაკრძალი. საქართვ. პრეზიდენტის 2006 წლის ბრძანებულებით შეიქმნა სსიპ დ. მ. ა. მ.-ნ. 2008 წ. ნოემბერში საქართვ. პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე დ. მ. ა. მ.- ნ. "საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს" სტრუქტურული ერთეული გახდა. დ. მ. ა. მ.-ნ-ის ფონდებში დაცულია სხვადასხვა ეპოქისა (ძვ. წ. IV ათასწლეული – ახ. წ. XI–XII სს.) და ეთნოკულტურული წრის არქეოლ. ეთნოლოგიური ძეგლები (XVIII–XIX სს.) და ფოტოარქივი (XIX–XX სს.). სულ 30 ათასამდე საკოლექციო ერთეული. დ. მ. ა. მ.-ნ-ის არეალში შედის ისეთი ძეგლები, როგორიცაა პიტიახშთა არმაზისხევის კომპლექსი, სამეფო აკლდამა, სამთავროს ძვ. წ. VI ს-ის ნამოსახლარი და მრავალფენიანი სამაროვანი, იუნესკოს მიერ 1997 მსოფლ. მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი არმაზციხის (ბაგინეთი) აკროპოლისი და სხვ. დ. მ. ა. მ.-ნ-ში დღიდან დაფუძნებისა მოქმედებდა მუდმივი ექსპოზიცია; 2001 შეიქმნა რამდენიმე მიმართულების საგამოფენო პროგრამა (დიდი მცხეთა და ქვეყანა მისი, საქართვ. სამუზეუმო კოლექციების გამოფენა მცხეთაში, თემატური ხასიათის საგაზაფხულო- საშემოდგომო ექსპოზიციები). დ. მ. ა. მ.-ნ-მა საქართვ. ტექნიკურ უნ-ტთან, ო. ლორთქიფანიძის სახ. არქეოლ. კვლევის ცენტრთან, თბილ. სამხატვრო აკად. რესტავრაციის ფაკ-ტთან ერთად განახორციელა რამდენიმე პროექტი: დ. მ. ა. მ.-ნ-ის ფონდში დაცული კეთილშობილი ლითონებისგან დამზადებული I–IV სს. არქეოლ. ძეგლების ქიმიურ-ტექნოლ. ანალიზი (2001–03), ლითონმქანდაკებლობის 360 ძეგლისა (2004– 05) და მინისა და თიხის ნაწარმის აღდგენა-გამაგრება (2003–08). საფონდო კოლექციების შესწავლის საფუძველზე მომზადდა 7 სამაგისტრო ნაშრომი. XX ს. 60– 70-იან წლებში მცხეთის არქეოლ. ექსპედიციასთან ერთად, ხოლო 2003–08 დამოუკიდებლად, დ. მ. ა. მ.-ნ-ის ინიციატივით ჩატარდა სადაზვერვო-სტაციონარული არქეოლ. გათხრები ისტ. დიდი მცხეთის სხვადასხვა უბანზე. თ. ბიბილური.