დიდი სატივე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტის გომის თემში (შიდა ქართლის მხარე), დოღლაურის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის დას. ნაწილი), მდ. ტილიანას (სურამულის მარცხ. შენაკადი) ნაპირზე. ზ. დ. 680 , ხაშურიდან 17 კმ, გომიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 4 კმ. 374 მცხ. (2002).