დიდი სერების გორასამარხი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძველი წელთაღრიცხვის III ათასწლეულის დასასრულის – II ათასწლეულის დასაწყისის არქეოლოგიური ძეგლი სოფელ ნუკრიანთან (სიღნაღის მუნიციპალიტეტი). გათხარეს 1975 (ხელმძღვ. კ. ფიცხელაური). გორასამარხი დაზიანებული იყო (შემორჩენილი მიწაყრილის სიმაღლე – 1 , დიამეტრი – 20 ). ცენტრ. ნაწილში 0,10 სიღრმეზე გამოვლინდა 2 სიგრძისა და 1,90 სიგანის ოთხკუთხა სამარხი, ორმო, რ-იც დამხრობილი იყო აღმ-იდან დასკენ. მიცვალებული დაკრძალული იყო კიდურებმოხრილი, თავით– დასავლეთისკენ. მარცხ. ხელი ზურგისკენ ჰქონდა გაშვერილი. ორმოს ჩრდ.-აღმ. და სამხრ.-აღმ. კუთხეებში ეწყო მსხვილფეხა საქონლის თავის ქალები. სამარხ- ში აღმოჩნდა ბრინჯაოს ყუნწმოტეხილი სატევარი, ოთხწახნაგა ისრისპირი, თეთრი კირქვის ლახტისთავი, თიხის ჭურჭელი (9 ც.), წვრილფეხა საქონლის ძვლები, სამეურნ. დანიშნულების 2 ქილა, 2 ქოთანი, კოჭობი, ცალყურა სასმისი და სხვ. მასალა ინახება ქ. სიღნაღის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

ლიტ: П и ц х е л а у р и К. Н. и др., Краткий отчет кахетской археологической экспедиции в 1975 г., კრ.: Полевые археологические исследования в 1975 г., Тб., 1979. რ. რუსიშვილი.