დიდი ღრომი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი ერედვის მუნიციპალიტეტში (შიდა ქართლის მხარე), შიდა ქართლის ვაკეზე, მდ. მეჯუდის (ლიახვის მარცხ. შენაკადი) ნაპირას. ღრომის თემის ცენტრი (სოფლები: დ. ღ., ანდორეთი, ახსარგინა, ბიეთი, ზემო გორეთი, ზემო ქლივანა, თელაგინა, ივრეთი, ნიში, პატარა ღრომი, საკვირეთი, ქვემო გორე- თი, ქვემო ქლივანა, წყლები, ჯვარეთი). ზ. დ. 860 , ერედვიდან 23 კმ. 185 მცხ. (1989). სოფელი იხსენიება ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) მეჯუდის ხეობის სოფელთა სიაში. ჯ. გვასალია.