დიდმაღალი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მთა მესხეთის ქედზე, ბაღდათისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, მდ. წაბლარასწყლის (ხანისწყლის მარცხ. შენაკადი) სათავეებში, ზეკარის უღელტ. დას-ით. სიმაღლე ზ. დ. 2588 . აგებულია შუაეოცენური ანდეზიტებით და მისი პიროკლასთოლითებით. კალთების ზემო ნაწილი შემოსილია ალპ. და სუბალპ. მდელოებით, ქვემოთ – წიწვოვანი ტყით.