დიდოური ენა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის დაღესტნური ენების ხუნძურ-ანდიურ-დიდოურ ენათა ჯგუფის დიდოური ქვეჯგუფის ერთ-ერთი უმწერლობო ენა. გავრცელებულია დაღ. რესპ. წუნტის რ-ნში (რ-ნის ცენტრი სოფ. ბეჟიტა). დ. ე-ზე ლაპარაკობს დაახლ. 7000 კაცი; სალიტ. ენად იყენებენ ხუნძურს და ეროვნებითაც ხუნძებად აღირიცხებიან. დ. ე-ში გამოიყოფა ორი დიალექტი: საკუთრივ დიდოური და საჰადური. საჰადურ დიალექტზე ლაპარაკობენ აულების – საჰადის, მითლუდისა და თლაცუდის მცხოვრებნი. სხვა დიდოური აულების მცხოვრებნი მეტყველებენ საკუთრივ დიდოურ დიალექტზე, რ-იც იყოფა კილოკავებად: ქიდიროული, შაიტლური, ასახური, შაფიხური, ელბოყური. დ. ე-ის ფონეტიკაში თავისებურებას ქმნის სადა ხმოვნებისა (ა, ე, ი, ო, უ) და მათი გრძელი სახეობის (აÐ. ეÐ, იÐ, ოÐ, უÐ) გვერდით წარმოდგენილი ვიწრო ხმოვნების (ავ, ევ, ივ, ოვ, უვ – თავისი გრძელი ვარიანტებით: ა„, ე „, ი„, ო„, უ„ ), ნუნისმიერი ლატერალებისა (ლ‘ ლV ტ‘) და ე. წ. ფარინგალიზებული თანხმოვნების (ღ‘, ხ‘, პ‘ ყ‘) არსებობა. ხმოვანთა შერწყმაში ნათლად ჩანს დიალექტური სხვაობანი. სახელთა მორფოლოგიაში ძირითად ბრუნვებს (სახ., ერგატივი, მიც., ნათ.) შორის აღსანიშნავია ინსტრუმენტალისი (რ-იც ადამიანთა სახელებთან არ დასტურდება). დ. ე-ში, ძირითად ბრუნვათა გარდა, წარმოდგენილია ერთ- და რამდენიმეთანდებულიანი ბრუნვა, ერთდა ორფუძიანი ბრუნება, განსაზღვრული და განუსაზღვრელი ფორმების გარჩევა ბრუნებაში. ზმნის ინფინიტივი ორი სახისაა: – ა და – დ – ა მორფემიანი. ზმნის უღვლილებაში დროთა ძირითადი ფორმებისა და კითხვითობაუარყოფითობის წარმოება დიალექტურ სხვაობათა მტკიცე სისტემას იძლევა. დ. ე-ში წინადადების შემდეგი კონსტრუქციებია: ნომინატიური, ერგატიული, დატიური, ლოკატიური და პოსესიური. დ. ე-ში მრავლადაა ზმნის საგარემოებო ფორმები, რაც რთული დამოკიდებული წინადადების გადმოცემის ძვ. საშუალებაა. ლექსიკაში ბევრია ხუნძურიდან შეთვისებული სიტყვები. შეიმჩნევა ქართ. ენის გავლენაც.

ლიტ . იხ. სტ-თან დ ი დ ო უ რ ი ე ნ ე ბ ი. გ. ბურჭულაძე. დ. იმნაიშვილი.