დიდუბე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიდუბე.

ქალაქ თბილისის ერთერთი ძვ. უბანი მტკვრის მარცხენა მხარეს, ქალაქის ჩრდ.-დას.ნაწილში, დიდუბე-ჩუღურეთის რ-ნის ნაწილი. ქალაქის ფარგლებში მოექცა XIX ს. 70- იანი წლებიდან. ტერმ. "დ." მომდინარეობს სახელწოდებისგან „დიდი დუბე", ე. ი. დიდი ვაკე, დაცემული ადგილი. ამ მიდამოების უძველესი სახელწოდებაა „ცხენის ტერფი" (V ს.). თბილ. განაპირა ადგილს დ-ის სახელწოდებით პირველად XII ს-ში მოიხსენიებს მემატიანე, რ-იც მეფე თამარისა და დავით სოსლანის ქორწინებისა და შამქორის ბრძოლის (1195) შემდეგ აქ გამართულ სახალხო ზეიმს აგვიწერს. XII ს-ში დ. სამეფო დომენი იყო. აქ იდგა მეფის ერთერთი სასახლე და კარის ეკლესია. დ-ში არაგვიდან გამოყვანილი იყო რუ, რ-იც წყალს აწვდიდა მეფის ხოდაბუნებსა და ზვრებს. შემდგომ საუკუნეებში დ. გაუკაცრიელდა. XVII ს-ში, ვახტანგ V-ის მეფობის დროს, დ-ში კვლავ გაჩნდა მოსახლეობა. ამავე პერიოდში აქ ავჭალიდან რუ გაიყვანეს. XVII– XVIII სს-ში იგი ქალაქისპირა სოფელი იყო და თბილისს სას.- სამ. პროდუქციას აწვდიდა. გერმ. მეცნიერისა და მოგზაურის ი. ა. გიულდენშტედტის მიერ შედგენილ რუკაზე (1772) აღნიშნულია დ-ის ციხე- გალავნის ნანგრევები. XIX ს. დასაწყისში შედგენილი თბილ. გეგმის მიხედვით, დ-ში ორი სარწყავი არხი ყოფილა – ა ვ ჭ ა ლ ი დ ა ნ გამოყვანილი რუ და მ ტ კ ვ რ ი დ ა ნ გამოყვანილი ე. წ. „ბაღის არხი". 1818 დ-ის ჩრდ. ნაწილში დაასახლეს გერმ. კოლონისტები. ამ დროიდან დ-ის ამ ნაწილს ალექსანდერსდორფი უწოდეს. 1872 გაყვანილმა თბილისი–ფოთის რკინიგზამ დ-ის ტერიტ. ორად გაყო: რკინიგზის მუშები უნებართვოდ სახლდებოდნენ რკინიგზის გადაღმა მდებარე დ-ის მიწებზე, ამიტომ ამ ტერიტორიას ნაძალადევი (რუს. ნახალოვკა) დაერქვა. 1905 დეკ. მუშათა შეიარაღებულმა აჯანყებამ დ-შიც პოვა გამოძახილი. 23 დეკ. მეფის ჯარი დ-ში შეიჭრა. მუშათა შეიარაღებულმა რაზმებმა მას წინააღმდეგობა გაუწიეს და უკან დაახევინეს. ჯარმა მთელ უბანს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა, რამაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დ-ის ტერიტორიაზე არქეოლ. გათხრების შედეგად აღმოჩენილია ენეოლითის დასასრ. და ადრინდ. ბრინჯაოს ხანის დასაწყ. (ძვ. წ. IV ათასწლ. ბოლო) ნამოსახლარი მტკვარ-არაქსის კულტურის ადრეული ძეგლი (გაითხარა 1930, ხელმძღვ. გ. ყ. ნიორაძე ). აქ ნაპოვნია ხელით ნაძერწი, არათანაბრად გამომწვარი თიხის ჯამები, მაღალი ცილინდრულყელიანი ქოთნები, კოჭობები, სამყურა ჭურ- ჭელი. კერამიკა სადაა, მოვარდისფრო- ნაცრისფერზედაპირიანი, შემკულია მიძერწილი კოპები- თა და შვერილებით. ნაპოვნია აგრეთვე ობსიდიანის ანატკეცები, ისრისპირი, დანისებრი იარაღი, ძვლის სადგისები, კვირისტავები და სხვ. მსგავსი მასალა აღმოჩენილია ბეშთაშენში, კიკეთში, კოდაში, სამშვილდეში.

ლიტ .: ბ ე რ ი ძ ე თ., ძველი თბილისის მიკროტოპონიმიკიდან (დიდუბე), «მნათობი», 1971, #8; ქ ო რ ი ძ ე დ., თბილისის არქეოლოგიური ძეგლები, [ტ.] 1, თბ., 1955. თ. ბერიძე. გ. ფხაკაძე.