დიდღალიდუდი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მთა ეგრისის ქედზე, მესტიის მუნიციპალიტეტში. სიმაღლე ზ. დ. 3169 . აგებულია ბაიოსური პორფირიტებით, ტუფებით, ტუფ-ბრექჩიებითა და ტუფ-ქვიშაქვებით. მეოთხეული გამყინვარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უბანი, საიდანაც მყინვარები ეშვებოდნენ ძირითადად მდ. ენგურის აუზში. რელიეფი ძლიერ დანაწევრებულია. კალთებზე ალპ. და სუბალპ. მდელოებია.