დიდღელე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კარსტული მღვიმე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფ. ყუმისთავის ჩრდ.-აღმ-ით 5 კმ. ზ. დ. 400 . გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. დერეფნული ტიპისაა, დაღმავალი. ფსკერის ფართ. 750 მ 2. საერთო მოცულობა 6000 მ 3. მაქს. სიმაღლე 5 , სიგანე 3 . ჯამური სიგრძე 250 . მღვიმე ქიმ. ნაღვენ- თებით ღარიბია. ფსკერზე გვხვდება ჭერიდან და კედლებიდან მორ- ღვეული ლოდნარი. დ-ში გაედინება ნაკადი, რ-იც აჩენს ჭორომებს. წყლის საშ. ტემპ-რა 11,50ჩ. მღვიმის ბოლოში სიფონური ტბაა. ძლიერი წვიმების დროს ნაწილობრივ იტბორება. მიწისქვეშა ნაკადული ყუმის ვოკლუზს უერთდება.

ლიტ .: ტ ა ტ ა შ ი ძ ე ზ., წ ი ქ ა - რ ი შ ვ ი ლ ი ჯ., ჯ ი შ კ ა რ ი ა ნ ი ჯ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 2009. ჯ. ჯიშკარიანი.