დიდღვაბუნის ციხე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ადრინდელი ფეოდალური ხანის ხუროთმოძღვრების ძეგლი, ციხე მდ. ცხენისწყლის ხეობაში (ხონის მუნიციპალიტეტი). მდებარეობს მდინარეების ოხვირისა და ცხენისწყლის შესაყარში. მის ჩრდ.-დას-ით პატარა ბორცვზე შემორჩენილია მომცრო ციხის ნაშთი, როგორც ჩანს, იგი დ. ც-ის მისადგომებს იცავდა. დ. ც. კონტროლს უწევდა ცხენისწყლის ხეობაზე გამავალ გზას, რ-იც ლეჩხუმსა და სვანეთს ბარ- თან აკავშირებდა. ზოგი მკვლევარი (ი. სიხარულიძე) მას უქიმერიონის ციხესთან აიგივებს.

ლიტ .: ს ი ხ ა რ უ ლ ი ძ ე ი., „უხეიმერიონის" ადგილმდებარეობა (წინასწარი ცნობა), «ძეგლის მეგობარი», 1970,

  1. 21.