დიდხევი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მდინარე აღმ. საქართველოში, ლოპოტის მარჯვ. შენაკადი. სათავე აქვს კახეთის კავკასიონის სამხრ. კალთაზე, მთა დიდ ანდარაზანთან, ზ. დ. 2350 სიმაღლეზე. სიგრძე 19 კმ , აუზის ფართ. 94,6 კმ 2. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე. წყალმცირეა ზამთარსა და ზაფხულში. შემოდგომაზე იცის მცირე წყალმოვარდნები. საშ. წლ. ხარჯი შესართავთან – 2,84 მ 3/წმ . თ. კიკილაშვილი.


დიდხევი

სოფელი ერედვის მუნიციპალიტეტის ვანათის თემში (შიდა ქართლის მხარე), გუდისის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. პატარა ლიახვის ხეობაში. ზ. დ. 1220 , ერედვიდან 8 კმ , ცხინვალიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 20 კმ. 84 მცხ. (1989).