დივიდენდი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ლათ. dividendum – გასაყოფი), განაწილებას დაქვემდებარებული შემოსავალი, რომელსაც იღებს კაპიტალის მესაკუთრე სააქციო საზოგადოების წმინდა მოგებიდან საკუთარი კაპიტალის ინვესტირებული წილის პროპორციულად კაპიტალის კლასის მიხედვით. სააქციო საზ-ბაში ჩვეულებრივი აქციებიდან მიღებული დ-ის ოდენობა დამოკიდებულია საზ-ბის წმინდა მოგებაზე. პრივილეგირებულ აქციებზე დ., აქციის ნომინალური ღირებულებიდან გამომდინარე, წინასწარ დადგენილი პროცენტის მიხედვით გაიცემა. გავრცელებულია დ-ის გადახდის რამდენიმე ფორმა: ნაღდი ანგარიშსწორება; ანგარიშსწორება აქციებით, ოფციონით და მატერ. ღირებულებით. დ-ების გადახდის წესი და პერიოდულობა შეიძლება განსხვავებული იყოს ქვეყნებისა და კომპანიების მიხედვით. დ-ების მოცულობა განისაზღვრება პარტნიორების წილის შესაბამისად. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი არსებული საბჭ. წყობის პირობებში (1921–90) კონკურენტული საბაზრო ურთიერთობები არ არსებობდა, ცხადია, დ-იც არ გაიცემოდა. საბაზრო ურთიერთობებზე გარდამავალ პერიოდში, საწარმოთა პრივატიზებისას, ჩამოყალიბდა სხვადასხვა იურიდ. ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმის საწარმოები, რ-ებიც თავიანთი მოგების გარკვეულ ნაწილს დ-ის სახით გასცემენ. ლ. ჭუმბურიძე.