დიზის მარმარილოს საბადო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მდებარეობს მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფ. დიზთან. მარმარილოს ლინზები განლაგებულია პალეოზოურ-ტრიასული ასაკის დიზის წყებაში. სულ გამოვლენილია 6 ლინზა, მათი საშ. სიგრძე 150–200 , სისქე 25–30 . შემცველ ქანებთან კონტაქტურ ნაწილში მარმარილო ნაცრისფერია და ზოლიანი, ბუდობის ცენტრ. ნაწილში – ნაცრისფერი, მასიური. სიმკვრივე – 2600– 2800 კგ /მ 3, ფორიანობა – 0–3%, სიმტკიცე კუმშვისას – 48–98 მეგპა . ბლოკების გამოსავალი სამთო მასიდან – 20,3%, ფილების გამოსავალი 1 მ 3 ბლოკიდან – 12–14 მ 2. მუშავდება ღია წესით. გამოიყენება შენობების შესამოსად და ინტერიერებისათვის (მაგ. დიზის მარმარილოთი არის მოპირკეთებული რკინიგზელთა კულტურის სახლის სვეტები თბილისში). ვ. ჯავრიშვილი.