დიკა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიკა. დიკას ძირითადი სახესხვაობები: 1 – შავთავთავიანი დიკა (თრიტიცუმ ცარტჰლიცუმ ვარ. ფულიგინესუმ); 2 – წითელთავთავიანი დიკა (თრიტიცუმ ცარტჰლიცუმ ვარ. რუბიგინესუმ); 3 – თეთრთავთავიანი დიკა (თრიტიცუმ ცარტჰლიცუმ ვარ. სტრამინეუმ)

(Triticum carthlicum Nevskyi), კულტურული, ტეტრაპლოიდური, საგაზაფხულო ხორბლის სახეობის ძვ. ქართ. სახელწოდება, რ-იც V საუკუნიდან მოიხსენიება. დ. ენდემური სახეობაა. საქართველოში გავრცელებული იყო მისი მრავალი სახესხვაობა, ფორმა და რასა, აბორიგენული და სელექციური ჯიში. მისი სახეობრივი ნიშანია თავთუნისა და ყვავილის კილებზე ფხების განვითარება. დ. იმუნური და სიცივისადმი გამძლეა. მის გენოტიპში ძვირფასი ნიშან-თვისებების გენებია. დ. საუკეთესო საწყისი მასალაა სელექციისათვის, გვხვდება საქართვ. ფარგლებს გარეთაც. პ. ნასყიდაშვილი.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=დიკა&oldid=4448-დან“