დიკლო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ ი დ ი კ ლ ო და დ ა ს ა ვ ლ ე თ ი დ ი კ ლ ო, კარული მყინვარები თუშეთში, პირიქითის (თუშეთის) ქედის სამხრ. კალთაზე, ახმეტის მუნიციპალიტეტში. აღმ. დ-ს სიგრძეა 1,4 კმ , ფართ. – 0,20 მ 2, მყინვარის ენა ეშვება ზ. დ. 3150 სიმაღლემდე. დას. დ-ს სიგრძეა 0,8 კმ , ფართ. – 0,3 კმ 2, მყინვარის ენა ეშვება ზ. დ. 3440 სიმაღლემდე. ორივე მყინვარი ასაზრდოებს მდ. დიკლოსწყალს (პირიქითის ალაზნის მარცხ. შენაკადი).


დიკლო

სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტის ომალოს თემში (კახეთის მხარე), თუშეთში, პირიქითის (თუშეთის) ქედის სამხრ. კალთაზე. ზ. დ. 2150 , ახმეტიდან 100 კმ. 16 მცხ. (2002).

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=დიკლო&oldid=4325-დან“