დიკლოსმთა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიკლოსმთა.

მწვერვალი პირიქითის (თუშეთის) ქედის აღმ. დაბოლოებაზე, ახმეტის მუნიციპალიტეტში. სიმაღლე ზ. დ. 4285 . აგებულია შუალიასური თიხაფიქლებით, ქვიშაქვებით, დიაბაზებით. აქვს რელიეფის მყინვარული და ეროზიულფორმებიანი ციცაბო კალთები. ჩრდ. და სამხრ. კალთებზე მყინვარებია. დამახასიათებელია სუბალპ., ალპ., სუბნივალური და ნივალური ლანდშაფტები. გ . ჩანგაშვილი.