დილეგი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საპყრობილე, სატუსაღო, ტყვეთა დასამწყვდევი, უკარფანჯრო ადგილი ციხე- კოშკის პირველი სართულის ქვეშ. ჩასასვლელი პირველი სართულიდან ჰქონდა, ზემოდან აფარებდნენ ფიქალ ქვას ან ხის სახურავს, რ-იც ურდულით იკეტებოდა. დილეგიანი ციხე- სახლები და კოშკები გავრცელებული იყო ძვ. საქართველოში. მ. ჩართოლანი.