დილერი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ინგლ. dealer – მოვაჭრე, აგენტი), შუამავალი (იურიდიული ან ფიზიკური პირი), რომელიც სასაქონლო ბირჟაზე მოქმედებს თავისი სახელითა და ხარჯით. ეს განასხვავებს მას ბროკერისაგან, რ-იც თანამშრომლობს თავის კლიენტებთან მათივე სახელით და დავალებით. დ-თა ინ-ტი სავაჭროსაშუამავლო სტრუქტურების ფარ- თოდ გავრცელებული ნაირსახეობაა. დ-ები თვითონ არჩევენ მომწოდებლებს და მყიდველებს, რ-ებსაც შუამავლის მეშვეობით საქონლის გაყიდვის ან ყიდვის სურვილი აქვთ. დ-თა შემოსავალს წარმოადგენს საქონლის ნასყიდობასა და გასაყიდ ფასებს შორის სხვაობა. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი სადილერო საქმიანობა ექვემდებარება საქართვ. კანონს სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ (1999 წ., 23 ივნ., მუხლი 2). დილერული ოპერაციების ჩატარების უფლებამოსილება ქვეყნის საფონდო ბირჟაზე აქვს ფასიანი ქაღალდებით მოვაჭრე საბროკერო კომპანიებს. ამდენად, დილერული ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობა ჩვენში ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. ა. გაგნიძე .